ივან კორჩოკი - უკრაინაში ხალხი იღუპება, მათ მორალური სტიმული სჭირდებათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად ერთგულები ვართ მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ
ივან კორჩოკი - უკრაინაში ხალხი იღუპება, მათ მორალური სტიმული სჭირდებათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად ერთგულები ვართ მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი აცხადებს, რომ სლოვაკეთი ერთგულია მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ივან კორჩოკმა განაცხადა, უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება.

„ამ მომენტში, როდესაც უკრაინა ამ აგრესიის ქვეშაა ვხსნი, რატომ ვართ ორიენტირებული, მათ შორის უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. ხალხი იღუპება, იღუპება ჩვენი თავისუფლებისთვის და მათ მორალური სტიმული სჭირდებათ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნაკლებად ერთგულები ვართ მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. რუსეთი ამ ქვეყნებს ემუქრება, ეს ვიცით, მაგრამ მე ამ მომენტში ვარ კონცენტრირებული ნამდვილად უკრაინაზე, მაგრამ ამავდროულად ისე უნდა მოვიქცეთ, რომ არ იყოს ეჭვები, ან მწარე დღეებში ამ ორ ქვეყანაში, რომლებიც, რა თქმა უნდა სათანადო მოპყრობას იმსახურებენ“, – განაცხადა კორჩოკმა.