ივან კორჩოკი - საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორების უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა
ივან კორჩოკი - საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორების უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა

საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორების უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ივან კორჩოკმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ უნდა აისახოს.

„საქართველოს უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. ვაღიარებთ და მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ეს არის ხელშესახები პროგრესი, რომელიც კითხვებს არ ტოვებს. უნდა ვესაუბრო კოლეგებს ამ საკითხზე, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ უნდა აისახოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორების უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – განაცხადა ივან კორჩოკმა.