ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისა საკადრო წმენდის ჩატარება გადაწყვიტა – ამტკიცებს იტალიური გაზეთი Corriere dello Sport.
კლუბის ბოსები ამგვარ გადაწყვეტილებამდე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩის შემდეგ მივიდნენ – „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე 0:3 წააგო „რეალთან“.
მედიის ცნობით, დღევანდელი შემადგენლობის მხოლოდ 10 ფეხბურთელი ითამაშებს გუნდში მომავალ წელს.
ესენი არიან:
მეკარე – ვოიცეხ შჩესნი;
მცველები – ჯორჯო კიელინი, მატია დე შილიო, მეჰდი ბენატია, ანდრეა ბარძალი;
ნახევარმცველები – ბლეზ მატუიდი, მირალემ პიანიჩი;
ფორვარდები – ფედერიკო ბერნარდესკი, დუგლას კოშტა, გონსალო იგუაინი.
ამდენად, სხვებთან ერთად გუნდს დატოვებენ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი და ფორვარდი პაულო დიბალა. იტალიელი კარიერას დაასრულებს, არგენტინელი კი სხვა გუნდში გადავა.