ცნობილი გახდა, რატომ ჩნდება ბოლო მატჩებში იშვიათად “იუვენტუსის” ძირითად შემადგენლობაში არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა. საქმე ისაა, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ფეხბურთელი დასაჯა, რის გამოც, დიბალამ ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ 121 წუთი გაატარა მოედანზე.
როგორც Gazzetta Dello Sport წერს, “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ მოუწოდა მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის, თადარიგში გაეშვა დიბალა მისი აგენტის “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებების გამო.
ცნობილია, რომ ფეხბურთელის ძმამ, რომელიც აგენტის ფუნქციებს ასრულებს, მომავალი წლის ზაფხულში ტრანსფერის თაობაზე პარიზელებთან მოლაპარაკებები გამართა.