იტალიის სერია A-ში დასრულდა მე-19 ტური. 2017 წელს, ბოლო მატჩი ვერონაში ადგილობრივმა კლუბმა და “იუვენტუსმა” ითამაშეს.
ტურინელი მატუიდის მიერ მე-6 წუთზე გატანილ გოლს “ვერონამ” 59-ე წუთზე კასერესის გოლით უპასუხა. “იუვენტუსს” გამარჯვება პაულო დიბალამ მოუტანა, რომელმაც 72-ე და 77-ე წუთებზე დუბლი შეასრულა.
ტურინულმა კლუბმა 47 ქულა მოაგროვა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ”ნაპოლის”.
ტურის ცენტრალურ მატჩში “ინტერმა” და “ლაციომ” გოლები ვერ გაიტანეს და თამაში ფრედ დასრულდა – 0:0. “ინტერმა” ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო, მესამე ადგილზეა და “ნაპოლის” 7 ქულით ჩამორჩება.
“რომამ”, მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე ვერ მოუგო “სასუოლოს” – 1:1. რომაელები ინარჩუნებენ ადგილს პირველ ოთხეულში, თუმცა, უკვე ცხრა ქულა აშორებთ ლიდერთან.
ამ ტურში ისტორიული მოვლენა მოხდა – “ბენევენტომ” მასიმო კოდას გოლით “კიევო” დაამარცხა 1:0. ამით, “ბენევენტომ” შეწყვიტა 18-მატჩიანი მოუგებელი სერია და თავისი არსებობის ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო სერია A-ში.
სხვა მატჩების შედეგები:
ატალანტა-კალიარი 1:2
ბოლონია-უდინეზე 1:2
სამპდორია-სპალ 2:0
ტორინო-ჯენოა 0:0