მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ფორვარდი მარკუს ტურამი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს.
რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი სერიოზულად დაინტერესდა 22 წლის ფორვარდით, რომელმაც ბუნდესლიგის რესტარტის შემდეგ, ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, სულ კი ამ სეზონში 10 გოლი და რვა შედეგიანი პასი დაუგროვდა.
ტურამის კონტრაქტი „გლადბახთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
2001-06 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა მარკუსის მამა – საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ლილიან ტურამი, რომელიც ტურინულ კლუბთან ერთად ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. მოგვიანებით, ორივე ტიტული გაუქმდა.