„იუვენტუსმა“ კომპენსირებულ დროში მოიგო კრიშტიანუ რონალდუს სადებიუტო მატჩში [ვიდეო]
კრიშტიანუ რონალდუმ სადებიუტო მატჩი ჩაატარა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. სერია A-ს პირველ ტურში იტალიის ჩემპიონი სტუმრად „კიევოს“ ხვდებოდა.
ახალ ჩემპიონატში პირველი გოლი მესამე წუთზე სამი ხედირამ გაიტანა და „იუვენტუსი“ წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში სტეპინსკიმ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ნახევრის დებიუტში კი „კიევო“ ზუსტი 11-მეტრიანით წინ გაიყვანა ჯაკერინიმ.
მასპინძლები 75-ე წუთამდე იგებდნენ, სანამ მათმა მცველმა ბანიმ საკუთარ კარში არ გაიტანა გოლი, გამარჯვება კი “იუვენტუსმა” 93-ე წუთზე ბერნარდესკის გოლით მოიპოვა – 3:2.
კრიშტიანუ რონალდუმ 90 წუთი ითამაშა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
„იუვენტუსმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
შჩესნი – კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექ სანდრო – ხედირა (84. ემრე ჩანი), პიანიჩი – კუადრადო (56. ბერნარდესკი), დიბალა, დუგლას კოშტა (64. მანჯუკიჩი) – კრიშტიანუ რონალდუ.