ტურინის „იუვენტუსმა” თავისი ახალწვეულის, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვა დაიწყო.
Yahoo Sports Italia-ს ინფორმაციით, ტურინულმა კლუბმა რეალიზაციის პირველ დღეს დაახლოებით 520 ათასი მაისური გაყიდა. ერთი ეგზემპლარის ფასი 105 ევროს შეადგენს.
შესაბამისად, პირველ დღე-ღამეში რონალდუს მაისურების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა თითქმის 55 მილიონი ევრო შეადგინა.
33 წლის პორტუგალიელი 112 მილიონ ევროდ გადავიდა “რეალიდან” “იუვენტუსში”.
რონალდუმ ორშაბათს ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.