„იუვენტუსმა“ დიბალას სუპერგოლით „ლაციოს“ რომში მოუგო [ვიდეო]
„იუვენტუსმა“ დიბალას სუპერგოლით „ლაციოს“ რომში მოუგო [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსმა” სტუმრად მესამე ადგილზე მყოფი რომის “ლაციოს” დამარცხება მოახერხა – 1:0. ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პაულო დიბალამ გაიტანა.

ეს იყო “იუვენტუსის” ზედიზედ მე-10 მოგება ჩემპიონატში. გარდა ამისა, ტურინელებმა 13 მატჩამდე გაზარდეს წაუგებელი სერია და ამ 13 მატჩში მათ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. ბოლო შვიდი ტურია, მოქმედ ჩემპიონს ერთი გოლიც არ აქვს საკუთარ კარში მიღებული.

“იუვენტუსი” ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ “ნაპოლის”, რომელიც შაბათს, მოგვიანებით მიიღებს შინ “რომას”.