იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო “ვერონას“.
ეს იყო ბოლო მატჩი “იუვენტუსის” შემადგენლობაში 40 წლის ლეგენდარული მეკარისთვის ჯანლუიჯი ბუფონისთვის. ის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, 60 წუთი ითამაშა და შემდეგ კარლო პონსილიომ შეცვალა.
ასევე ბოლო მატჩში ითამაშა ტურინელთა რიგებში შვეიცარიელმა შტეფან ლიხტშტაინერმა. მეორე ტაიმში მას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. ისიც და ბუფონიც პუბლიკამ ფეხზე ამდგარმა გააცილა.
“იუვენტუსის” რიგებში გოლები გაიტანეს – დანიელე რუგანიმ და მირალემ პიანიჩმა, “ვერონას” მხრიდან – ალესიო ჩერჩიმ. ტურინელებმა ჩემპიონის რანგში 95 ქულით დაასრულეს ჩემპიონატი.