„იუთუბი“ 170 მილიონი დოლარით დააჯარიმეს
„იუთუბი“ 170 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

„იუთუბი“ 170 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ვიდეოსტრიმინგის ვებგვერდი 13 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემებს მშობლების თანხმობის გარეშე აგროვებდა და სარეკლამო მიზნებისთვის იყენებდა.

„იუთუბის“ ხელმძღვანელობა ვაჭრობის ფედერალურ კომისიასთან საპროცესო გარიგებას დათანხმდა და ჯარიმას გადაიხდის.

გარიგების თანახმად, ჯარიმის თანხის ერთ ნაწილს ვაჭრობის ფედერალური კომისია, ხოლო მეორეს ნიუ იორკის შტატი მიიღებს.

ამასთან, „იუთუბის“ მფლობელი კომპანია „გუგლი“ ვალდებულია, შეცვალოს სისტემა და ბავშვებისთვის განკუთვნილი კონტენტი მკაფიოდ იქნება მონიშნული. „გუგლს“ მოუწევს მონაცემთა შეგროვების დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია უფრო საჯარო გახადოს.