აშშ-ში, იუტას შტატში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა ქალაქ გრანტსვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
რაც შეეხება დაშავებულს, ის სამედიცინო ცენტრში იმყოფება.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.