იუტას შტატში მამაკაცი დააკავეს, რომელიც კონგრესმენებს სიკვდილით ემუქრებოდა.
იუტას შტატში მამაკაცი დააკავეს, რომელიც კონგრესმენებს სიკვდილით ემუქრებოდა.

იუტას შტატში 54 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც დემოკრატიული პარტიის კონგრესმენებს სიკვდილით ემუქრებოდა.

სკოტ ბრაიან ჰეივენმა ბოლო სამი წლის განმავლობაში კონგრესში მუქარის შემცველი ორი ათასამდე სატელეფონო ზარი განახორციელა და სენატორებს თავის მოკვეთით ემუქრებოდა. ზოგ შემთხვევაში კი, აცხადებდა, რომ რომელიმე კონგრესმენის უკან იდგა და სასხლეტის გამოკვრას აპირებდა.

სასამართლო ორდერის საფუძველზე ეჭვმიტანილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.