იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე სამმა ახალმა მოსამართლემ ფიცი დადო
სასამართლო სისტემას სამი ახალი მოსამართლე ჰყავს. ფატი ფურცხვანიძემ, ალექსანდრე ლომიძემ და ლელა ჭინჭარაულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე მოსამართლის ფიცი დადეს.
ალექსანდრე ლომიძე სიღნაღის რაიონული მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.
ლელა ჭინჭარაული თერჯოლის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლის თანამდებობაზე განწესდა.
რაც შეეხება ფატი ფურცხვანიძეს, ის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.