იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.
დახრულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე, მთავარი სასაუბრო თემა სასამართლო სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეგორმებუი იყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, დელეგაციის წევრებმა დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
“მათ აინტერესებდათ დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შესახებ ინფორმაცია და ასევე მიმდინარე რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხება საერთო სასამართლოების სისტემას“, -განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის საბჭოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შორის შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.