იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს.

საბჭოს დღის წესრიგით შვიდი საკითხი აქვს განსახილველი. მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების განსაზღვრა. აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საბჭომ, წინა სხდომაზე, 34 ახალი მოსამართლე დაამტკიცა.

გარდა ამ საკითხისა, საბჭო საქმის ელექტრონული განაწილების შესახებაც იმსჯელებს.

საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.