იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას მოსამართლეს შეხვდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას მოსამართლეს ბრაიან კოლინსს შეხვდა. მხარეებმა სასამართლოების მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამერიკელი ექსპერტი ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს სტუმრობდა. მოსამართლემ სასამართლო პროცესების დაკვირვების პარალელურად შეხვედრები გამართა სასამართლოების თავმჯდომარეებთან და მოსამართლეებთან.
ბრაიან კოლინსი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმყოფება.