იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, ქეთევან ცინცაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, ქეთევან ცინცაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს 2017-2018 წლებში 447 დისციპლინური სარჩელი გადაეცა. დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მიღებული საჩივრების 89%-ზე მოამზადა დასკვნა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საქმეთა განხილვის მიზნით, რვა სადისციპლინო სხდომა ჩაატარა და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 33 საქმეზე.
საჩივრები მეტწილად შეეხებოდა საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და სასამართლოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებას.
დამოუკიდებელი ინსპექტორის ქეთევან ცინცაძის განცხადებით, მოქალაქეთა მიმართვიანობა, 2017 წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა.
მისივე თქმით, 2019 წელს უკვე 50 საჩივარია შესული ინსპექტორის აპარატის სახელზე.
„2018 წელს საერთო ჯამში, 219 გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ეს გახლავთ 2017-2018 წლის საჩივრები, 219 გადაწყვეტილებიდან 33 საქმეზე მოსამართლეთა მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა. ამ 33 საქმიდან 2019 წლის სტატისტიკაც დაემატა, 27 საქმე განიხილა საბჭომ და 27-დან რვა საქმე გადაიგზავნა სადისციპლინო კოლეგიაში მოსამართლეთა მიმართ სახდელის შესაფარდებლად. ეს კომპეტენცია კოლეგიას ეკუთვნის“,- აღნიშნულია ანგარიშში.