იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს დღესაც მოუსმენენ.
უზენაესი სასამართლოს შენობაში გასაუბრება მოსამართლეებთან, ილონა თოდუასთან და თამარ ბურჯანაძესთან გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
კონკურსში 50 კანდიდატი მონაწილეობს. ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 10-მდე კანდიდატს მოუსმინეს. უზენაეს სასამართლოში სულ ცხრა ვაკანტური ადგილია.