იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას აგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენას აგრძელებს.
დღეს საბჭოს წევრების კითხვებს კიდევ ერთი კანდიდატი, თამარ ოქროპირიძე უპასუხებს. გასაუბრება 11:00 საათზე დაიწყება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული. ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 12-მდე კანდიდატს მოუსმინეს. 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ცხრა კანდიდატი უნდა შეარჩიონ, რომელთა სიაც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.