იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნოდარ პაპუკაშვილს მოუსმენს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს განაგრძობს. იუსტიციის საბჭოს წევრების კითხვებს დღეს კიდევ ერთი კანდიდატი, ნოდარ პაპუკაშვილი უპასუხებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, რომელთაგან საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ და სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ.
გასაუბრება უზენაესი სასამართლოს შენობაში 15:00 საათზეა ჩანიშნული.