იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას განახლებული შემადგენლობით გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას განახლებული შემადგენლობით გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნული ანა დოლიძე საბჭოს სხდომას დღეს პირველად დაესწრება.

ანა დოლიძემ საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი 17 იანვრიდან ჩაანაცვლა. დოლიძე ამ დრომდე გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის პოსტს იკავებდა.

დღეს საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს განიხილავს, მათ შორის საბჭოს წევრები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის ანგარიშსაც მოისმენენ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2018 წლის გეგმებსა და გაწეულ საქმიანობას მოიცავს.

გარდა ამისა, საბჭო დღეს მიმდინარე საკითხებსაც გადაწყვეტს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.