იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ ადგილზე კონკურსს გამოაცხადებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი შავლიაშვილს ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 18 ივნისს ეწურება, რის გამოც საბჭო ვალდებულია, რამდენიმე თვით ადრე კონკურსანტების შერჩევა დაიწყოს.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება თარიღი, როდიდან დაიწყებს საბჭო მსურველთა განაცხადების მიღებას.

საბჭოს სხდომაზე წევრები ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებაც იმსჯელებენ. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე იქნება. საკითხის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, საბჭოს წევრები სხდომაზე იმ მოსსმართელთა კენჭისყრას გამართავენ, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობაზე კონკურსგარეშე სურთ დანიშვნა.

საბჭოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.