საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს.
საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელებენ. აღნიშნული საკითხების განხილვა გუშინდელ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა სხდომა გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო.
რაც შეეხება საკითხებს, საბჭო წლის ბოლო სხდომაზე ორ ტექნიკურ საკითხს გადაწყვეტს. მათ შორის ერთ-ერთი, საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა ელექტრონულ განაწილებას ეხება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.