საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხს განიხილავენ.
განსახილველ საკითხთა შორისაა ღია მმართველობა საქართველოს 2018 წლის სამოქმედო გეგმა. საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭირვალობის გაუმჯობესებას ეხება. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იქნება.
გარდა ამისა, საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წერილსაც მოისმენენ, რომელიც სასამართლოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდას ეხება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული.