იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ, დაიცვან როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.
ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
„სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება. ხელმისაწვდომია ხელის დასამუშავებელი ე.წ. დეზინფექტორები“,- აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში.