იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე შვიდ საკითხს განიხილავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მორიგ სხდომას მართავს.
საბჭოს დღის წესრიგით შვიდი საკითხი, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების განსაზღვრა აქვს განსახილველი.
აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საბჭომ წინა სხდომაზე 34 ახალი მოსამართლე დაამტკიცა.
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმის ელექტრონული განაწილების შესახებაც იმსჯელებს.
„სხდომაზე ასევე განვიხილავთ თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საბჭოსა და სასამართლოებში. დეტალური მსჯელობა მოგვიწევს, ვინაიდან ხელფასები საჯარო სამსახურში სენსიტიური თემაა. რამდენადაც ვიცი, ხელფასები არ იზრდება. კანონში შევიდა ცვლილებები ხელფასებთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებლად ფასდება ის სისტემა, რაც გვაქვს”, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.