იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხს განიხილავს.
საბჭოს წევრები გაეცნობიან პრეზენტაციას, რომელიც კვლევითმა ცენტრმა The Heritage Foundation-მა მოამზადა.
კვლევა სასამართლო სისტემის ეფექტიანობას ეხება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველო სასამართლოს სისტემის ეფექტიანობით ევროპაში მე-18 ადგილზეა, ხოლო ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში ლიდერობს. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 ქვეყანას.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე გამართავს.
გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო ტექნიკური ხასიათის ცვლილებებზეც იმსჯელებს.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.