იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება, საბჭოს არამოსამართლე წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი განსახილველად საკითხის დაყენებას გეგმავს.
როგორც საბჭოს დღის წესრიგშია მითითებული, საკითხი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრობლემას, გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემის მოგვარების გზებს გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა წინადადებებს შესთავაზებს საკითხის ინიციატორი კოლეგებს.
საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ ორ საკითხს განიხილავს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.