დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
საბჭოს წეევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხს განიხილავენ, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
ასევე, სხდომაზე განიხილება რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის ელექტრონული განაწილების საკითხი.
საბჭოს სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.