იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დამოუკიდებელი კანდიდატის შესარჩევად გასაუბრებებს იწყებს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად გასაუბრება, დღეს 15:00 საათზე დაიწყება. საბჭოს წევრები სულ 45 კანდიდატს გაესაუბრებიან, რისთვისაც სამი დღეა გამოყოფილი.
საბჭოს წევრები ვარაუდობენ, რომ გასაუბრება პარასკევს დასრულდება, კენჭისყრა კი უახლოეს სხდომაზე, მომავალ კვირას გაიმართება.
კანდიდატს სასურველ თანამდებობაზე გასამწესებლად, საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა სჭირდება.
დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქცია, დისციპლინარული სამართალწარმოებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებაა.