იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10:00 საათზე განახლდება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის გასაუბრების პროცესს.
საბჭოს წევრთა კითხვებს კანდიდატები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა
ძიმისტარაშვილი და იუსტიციის უმაღლესი ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე წულაძე უპასუხებენ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან 46-ს უკვე გაესაუბრა. დარჩენილია სამი კანდიდატი, რადგან ერთმა კანდიდატმა, ამირან ძაბუნიძემ გასაუბრების წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.