იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძესთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ზაზა თავაძესთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
გასაუბრების დაწყების წინ, სხდომის თავმჯომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, საბჭოს წევრებს ზაზა თავაძის მოკლე ბიოგრაფია გააცნო და მისი მოტივაციით დაინტერესდა.
როგორც ზაზა თავაძემ განმარტა, განვლილი გამოცდილებიდან გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში.
„ვმუშაობდი აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც სხვადასხვა თანამდებობებზე. გენერალური პროკურატურიდან ინტენსიურად მიწევდა საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ეს გამოცდილება და საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი, ჩემი კოლეგების მოსაზრებები, ასევე ჩემი მეგობრების მოსაზრებები, რომლებიც იურისტები არიან – ამანაც იქონია გარკვეული გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.