იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ლალიაშვილს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ლალიაშვილს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ლალიაშვილთან ​გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

თამარ ლალიაშვილი საბჭოს წევრთა კითხვებს, დისტანციურად, ვიდეოზარის მეშვეობით, გერმანიის ერთ-ერთი ქალაქიდან პასუხობს.

თამარ ლალიაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. კანდიდატმა გასაუბრების დაწყებისას საკუთარ მოტივაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, სამეცნიერო საქმიანობაშიც შემიძლია ძალიან ბევრი კარგის გაკეთება. შემიძლია სასამართლო სისტემაში არა მხოლოდ კონკრეტული საქმეების განხილვაში ჩავერთო, არამედ  რეფორმების განხორციელებასა და ახალი იდეების მოწოდებაში. მიმაჩნია, რომ შემიძლია ბევრი რამე გავაკეთო ისეთი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სასმართლო სისტემისათვის“, – განაცხადა თამარ ლალიაშვილმა.