იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა შავაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა შავაძეს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა შავაძეს უსმენენ.

როგორც მოსამართლეობის კანდიდატმა გასაუბრების დაწყების წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წარსული გამოცდილება და სტაჟი არის საფუძველი, რომ კანდიდატს პრეტენზია ჰქონდეს უმაღლეს ისტანციაში მოსახვედრად. შავაძის თქმით, სწორედ მისი გამოცდილებაა პოზიტიური მოლოდინის საფუძველი.

„ჩემი წარსული, სტაჟი, გამოცდილება და ცოდნაც, ვფიქრობ, რომ მაძლევდა პირველ რიგში მორალურ უფლებას, წარმედგინა განცხადება და მქონოდა პრეტენზია, რომ გავმხდარიყავი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მაქვს დადებითი მოლოდინი, სწორედ ამიტომ შემოვიტანე განცხადება. მაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ვიქნები დანიშნული თანამდებობაზე“, –  განაცხადა პაატა შავაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის გასაუბრების პროცესს. საბჭოს წევრთა კითხვებს პაატა შავაძე და მორის შალიკაშვილი უპასუხებენ. გასაუბრება 10:00 საათზე დაიწყო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან 42-ს უკვე გაესაუბრა. 50-ვე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.