იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო სანდოძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლე ნინო სანდოძე პასუხობს.
ნინო სანდოძემ გასაუბრების დასაწყისში საბჭოს წევრებს საკუთარი მოტივაცია გააცნო.
„სასამართლო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უცხო არ არის. დავიბადე ოჯახში, რომლის წევრიც მუშაობდა სასამართლოში და რომ იტყვიან, მთელი ბავშვობა სასმართლო სისტემის ირგვლივ მაქვს გატარებული. წარსულიც და დღევანდელობაც უკავშირდება სასამართლოს. რც შეეხება ჩემს მოტივაციას, 2014 წლიდან არაერთი გამოწვევა შემხვდა ჩემს სამოსამრთლეო უფლებამოსილების განხილვებისას. ვთვლი, რომ ეს გამოწვევები წარმატებით დავძლიე, რაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ წარვსდგე თქვენს წინაშე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი“, – განაცხადა ნინო სანდოძემ.