იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მადი ჩანტლაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე მადი ჩანტლაძე პასუხობს.
მადი ჩანტლაძემ გასაუბრების დაწყების წინ, საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პროფესიული 15 წლიანი გამოცდილება არის საფუძველი, გაეკეთებინა განაცხადი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოსტზე.
„ბევრი ვიფიქრე ვიდრე ამ ნაბიჯს გადავდგამდი შემეძლო თუ არა განაცხადი გამეკეთებინა. მაძლევდა თუ არა ჩემი კარიერული ცხოვრება ამის საშუალებას და მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩემი პროფესიული გამოცდილება არის მრავალმხრივი. მე ვმუშაობდი როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში. გარდა ამისა, ასევე მაქვს საადვოკატო გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო კომპანიაში. ყველა საფეხური გავლილი მაქვს“, – განაცხადა მადი ჩანტლაძემ.