იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ კახა სოფრომაძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, კახა სოფრომაძესთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
კახა სოფრომაძე წარსულში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. კანდიდატმა გასაუბრების დაწყებისას მოტივაციაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ იურიდიულ სფეროში, მისი 20-წლიანი გამოცდილება არის საფუძველი, გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
„ჩემი პროფესიული კარიერა სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს და საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. დაახლოებით 20 წელია მე მოქმედი იურისტი ვარ. შემდეგში საკმაოდ ძნელი და ეკლიანი გზა გავიარე არასამთავრობი ორგანიზაციაში რიგითი წევრიდან დირექტორის მოადგილემდე. ვიყავი ჩართული საარჩევნო პროცესებში. მაქვს დიდი ხნის საადვოკატო გამოცდილება საერთო სპეციალობით ვიყავი საბჭოს არამოსამართლე წევრი. გარდა იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს არჩეული მოსამართლე, ასევე გარედან შესული ადამიანებიც ახალ სისხლს შეიტანდა. მე არ მაქვს სამოსამართლო გამოცდილება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ჩემი პლიუსი, რომ ჩემი გამოცდილება გამოვიყენო უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა კახა სოფრომაძემ.