იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გოჩა ჯეირანაშვილთან მიმდინარეობს გასაუბრება.

კანდიდატი ბოლოა 50-კაციან სიაში, ვინც საბჭოს წევრებთან გასაუბრების ეტაპს გადის. ამით გასაუბრების პროცესი დასრულდება.

გოჩა ჯეირანაშვილმა გასაუბრების დაწყების წინ, საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა.

„ჩემი მოტივაცია გახლავთ ის გარემოება, რომ დაახლოებით 18 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობებზე, რომელიც დაკავშირებული იყო სამართლებრივ საქმიანობასთან. 2009 წლიდან დავინიშნე მოსამართლედ. ამ პერიოდში ასევე ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. როდესაც მოსამართლე ხარ, ყოველთვის არის სურვილი, რაც შეიძლება მაღალი ინსტანციის სასამართლოებში გააგრძელო მუშაობა. ამის სტიმულატორი ჩემი განვლილი სამოსამართლო საქმიანობაა. მივიჩნევ, რომ გამაჩნია ყველა ის ჩვევა, რომელიც უნდა გააჩნდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს“, – განმარტა გოჩა ჯეირანაშვილმა.

გასაუბრების შემდეგ, საბჭო კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად კენჭისყრის თარიღზე იმსჯელებს.