იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე ლევან მურუსიძე დღეს გასაუბრებას გაივლის
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე ლევან მურუსიძე დღეს გასაუბრებას გაივლის

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გასაუბრებას ის მოსამართლეები გაივლიან, რომლებიც თანამდებობაზე სამი წლის ვადით არიან გამწესებული.

კანდიდატებს შორის არის სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე ლევან მურუსიძე. იმ შემთხვევაში, თუ ის კონკურსს წარმატებით გაივლის, უვადო მოსამართლე გახდება. მას უფლებამოსილების ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. ლევან მურუსიძე 2016 წლის იანვრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ლევან მურუსიძის გარდა, დღეს გასაუბრებას ასევე გაივლიან:

ნუნუ ნემსიწვერიძე
პაატა ნოზაძე
ვალერიან ფილიშვილი
პაატა ფხალაძე
ნანა ჯოხაძე.

ჯერ უცნობია, როდის გაიმართება კენჭისყრა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება 16:00 საათზეა ჩანიშნული.