იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელებენ.
განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი იმ მოსამართლეებთან გასაუბრებას ითვალისწინებს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. სავარაუდოა, რომ დღესვე გაიმართება აღნიშნულ მოსამართლეთა კანდიდატურებზე კენჭისყრა.
საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საშტატო ერთეულების დამატებაზეც იმსჯელებენ.
სხდომა 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული.