იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი შენობისთვის დამატებითი თანხის გამოყოფაზე უარი უთხრა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი შენობისთვის დამატებითი თანხის გამოყოფაზე უარი უთხრა.
საუბარია ახალ შენობაზე, რომლის მშენებლობისთვის თანხა უკვე გამოყოფილია, დაახლოებით 34 მილიონი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი ითხოვდა დამატებით თანხას, რათა აღნიშნულ შენობას დაემატოს კიდევ რამდენიმე სართული იმისთვის, რომ საქალაქო სასამართლოს, სამივე კოლეგია ერთ სივრცეში განთავსდეს. დამატებით მოთხოვნილი თანხა დაახლოებით 12 მილიონს შეადგენს. ახალი შენობის მშენებლობა საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე იგეგმება.
ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ შეხვედრაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ შეუძლია თანხის დამატება.
ცნობილია, რომ ნინო გვენეტაძე მშენებლობის გაფართოებას მხარს არ უჭერს, მიზეზად კი უკვე არსებული ორი შენობის უფუნქციოდ დარჩენას ასახელებს.
მისი შეფასებით, დღეს არსებული რესურსი საკმარისია მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელებისთვის.
სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ დღეს არსებული ფინანსების გათვალისწინებით, შენობის პროექტი დაიგეგმება ორ კოლეგიაზე, ეს არის სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ხოლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია დარჩება დღეს არსებულ საქალაქო სასამართლოს შენობაში.