იუსტიციის სამინისტროში ახალგაზრდული კლუბი YOUTHTITIA ამოქმედდება
იუსტიციის სამინისტროში ახალგაზრდული კლუბი YOUTHTITIA ამოქმედდება

იურისტების მომავალი თაობების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, მათი სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში ჩართულობისა და სამინისტროს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად იუსტიციის სამინისტროში ინერგება ინოვაციური ახალგაზრდული პლატფორმა, კლუბი YOUTHTITIA.

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კლუბი დაეხმარება ახალგაზრდებს, გაიღრმაონ შესაბამისი დარგობრივი ცოდნა, შეიძინონ პროექტების მართვის გამოცდილება და გაიუმჯობესონ დასაქმების პერსპექტივა.