იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა, ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა, ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელმა, პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვლადიმერ ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში, შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში ასპარეზობისას 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

ვლადიმერ ჭინჭარაულის სპორტული მიღწევები: მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული; 2018 წელს იგი აშშ-ის ღია პირველობაზე ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა; ვლადიმერ ჭინჭარაული პარალიმპიელი გახდა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე; 2023 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიო პრიზიორის ტიტული და ბრინჯაოს მედალი მიიღო; 2024 წელს კი კორეაში მსოფლიო პრიზიორი გახდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა; წელს ვლადიმერ ჭინჭარაული ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა და 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიადის საგზური მოიპოვა ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.