იუსტიციის სამინისტრო ევროპის დღის აღნიშვნას უერთდება
იუსტიციის სამინისტრო ევროპის დღის აღნიშვნას უერთდება

„ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – იუსტიციის სამინისტრო ევროპის დღეს დასავლელ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებოდ ამ დღისთვის ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება გორის იუსტიციის სახლი, მომდევნო დღეების განმავლობაში კი, იუსტიციის სახლის თანამშრომლები მომხმარებლებს ევროკავშირის დროშის გამოსახულების პირბადეებით მოემსახურებიან.

„იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე მსხვილი პროექტი სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებს და სოლიდარობას, განსაკუთრებით, COVID-19-ის კრიზისის პირობებში“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.