იუსტიციის სამინისტრო - დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით, დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება პრეზიდენტს
იუსტიციის სამინისტრო - დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით, დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება პრეზიდენტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, სააგენტოს დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება პრეზიდენტს.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.