იუსტიციის სახლთან თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება [ფოტო]
იუსტიციის სახლთან იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება.
აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მართავენ.
მათი მოთხოვნაა, ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსესუსის შედეგად.
აქციის მონაწილეების თქმით, შეუძლებელია მინისტრმა აირჩიოს დამოუკიდებელი პროკურორი, რადგან ის აუცილებლად იქნება მმართველი გუნდის გავლენების ქვეშ.
როგორც აქციაზე აცხადებენ, თეა წულუკიანი პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მათივე შეფასებით, არ განახორციელა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს.