იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
იუსტიციის სახლთან, სადაც აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი, მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები ტაქსის მძღოლს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და ავტომობილის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებს თბილისში რამდენიმე ადგილას, მათ შორის, იუსტიციის სახლთან და მშრალ ხიდთან აქვთ გზა გადაკეტილი. ისინი გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ავტომობილების მძღოლებს, უკან გაბრუნდნენ ან ავტომობილები დატოვონ და აქციას შეუერთდნენ.