იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი დროებით გადაიკეტება  
იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი დროებით გადაიკეტება  

16 დეკემბერს, 00:00 საათიდან, 17 დეკემბრის 23:00 საათამდე თბილისში, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაიკეტება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის.