თბილისში, იუსტიციის სახლთან აქცია „სიკვდილით სავსე ქალაქი“ გაიმართა.
აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლელების ხსოვნის პატივსაცემად დადგმული ძეგლის დემონტაჟს ითხოვენ.
თბილისის მერის სახელზე მერიაში მოთხოვნა გაგზავნილია. იმ შემთხვევაში, თუ კახა კალაძე ძეგლის დემონტაჟს არ განახორციელებს, აქციის მონაწილეები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
აქციაზე მივიდა გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას დედა, რომელიც საქმის ხელახალ გამოძიებასა და მოწმეების დაკითხვას ითხოვს. მისი თქმით, რომ გიორგი გაბუნიას გარდაცვალების საქმეში ზურა ვაზაგაშვილის ბრალეულობას მოწმეები ადასტურებენ, რომლებიც ამ დრომდე პროკურატურას არ დაუკითხავს.